ზანგეზურის დერეფნის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელებთან TEN-T მიერთება, ხომ არ შეასუსტებს შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთის კონკურენტუნარიანობას?

ზანგეზურის დერეფნის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელებთან TEN-T მიერთება, პირველ რიგში, ევროპული ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაოების დაჩქარებას და ევროკავშირის უშუალოდ ამ პროცესში მონაწილედ გახდომას ითვალისწინებს. ევროკავშირის ინტერესი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპა სამხრეთ კავკასიას თავისი სატრანსპორტო არქიტექტურის ნაწილად მიიჩნევს. ამ ნაბიჯით ევროკავშირს სურს შეერთებულ შტატებს არ ჩამორჩეს და აჩვენოს ყველას, რომ იგი წარმოადგენს რეგიონში სრულფასოვან მოთამაშეს.

ახლახან ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის გენერალურმა დირექტორმა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრთან მოლაპარაკებები გამართა.

მხარეებმა ზანგეზურის მარშრუტის ერთ-ერთი მონაკვეთის – ნახიჩევანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების საკითხი განიხილეს.


საბოლოოდ ევროკავშირი და აზერბაიჯანი, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით, ნახიჩევანის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლაზე შეთანხმდნენ.


ზანგეზურის დერეფნის ნახიჩევანის მონაკვეთი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი სატრანზიტო ფუნქციის გამო – ამ მონაკვეთის საშუალებით ორივე მეზობელ სახელმწიფოს ეხსნება თურქეთთან, ირანთან და შემდგომ სპარსეთის ყურესთან პირდაპირი გასასვლელი.


ბაქოში ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის გენერალური დირექტორის ვიზიტისას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, მხარეებს შორის განხილული იყო ზანგეზურის დერეფნის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელებში TEN-T მიერთების საკითხი.


ზანგეზურის დერეფნის პროექტში ევროპული ინვესტიციების ჩართვა სამუშაოების დაჩქარებას და ევროკავშირის უშუალო მონაწილედ გახდომას უწყობს ხელს. ევროკავშირის ინტერესი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპა სამხრეთ კავკასიას თავისი სატრანსპორტო არქიტექტურის ნაწილად მიიჩნევს.


ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელებში TEN-T მიერთების საკითხი, პირველ რიგში, რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას უკავშირდება.
ცნობისათვის, TEN-T ევროკავშირის ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც 2050 წლისთვის ევროკავშირის მასშტაბით ახალი სატრანსპორტო სისტემის შექმნას ითვალისწინებს, მათ შორის 94 პორტს, 38 აეროპორტს და დაახლოებით 15 000 კილომეტრიან ჩქაროსნულ რკინიგზას.

სადღეისოდ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელებში TEN-T ევროკავშირის ქვეყნებში გამავალი სატრანსპორტო დერეფნებია გაერთიანებული (იხ სქემა).

რაც შეეხება ერთიანი ქსელის გაფართოებას 2024 წელს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის TEN-T განვითარების შესახებ, კერძოდ, ოთხი სატრანსპორტო დერეფნის უკრაინასა და მოლდოვამდე გაფართოებასა და რუსეთთან და ბელორუსთან საზღვრისპირა კავშირების დონის შემცირებას.

ბოლო ცვლილებები TEN-T დერეფნების ბალტიის ზღვა – შავი ზღვა – ეგეოსის ზღვის დერეფნის ოდესამდე, აგრეთვე ლვოვისა და კიშინიოვის გავლით, და ბალტიის ზღვა – ადრიატიკის ზღვისა და რაინ – დუნაის დერეფნების ლვოვამდე გაფართოებას მოიცავს.
ოთხი ევროპული სატრანსპორტო დერეფნის უკრაინასა და მოლდოვამდე გაფართოებით და TEN-T დერეფნებში ჩართვით ძლიერდება სატრანსპორტო კავშირები რეგიონში და ევროკავშირთან. გარდა ამისა, ორივე ქვეყანას გაუჩნდა შესაძლებლობა მიმართონ ევროკავშირს დერეფნების გასწვრივ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მისაღებად.

2019 წელს ევროკომისიამ გადაწყვიტა გაეფართოებინა TEN-T ევროკავშირები სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებს გარეთ და მოეხდინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის თურქეთისა და ამიერკავკასიის ქვეყნების, აღნიშნულ დერეფნებში მოქცევა.

მოგვიანებით, 2024 წელს, ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და სამივე ამიერკავკასიის სახელმწიფო შეიყვანა TEN-T-ის გაფართოების სქემაში (იხ. სქემა).

ზანგეზურის დერეფნის სამეზობლო ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელებში TEN-T მიერთების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ზანგეზურის დერეფანს ეძლევა შესაძლებლობა მოიზიდოს ევროკავშირის ფინანსური სახსრები რითაც იზრდება შესაძლებლობა შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთს შეუქმნას დამატებითი კონკურენცია.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

სომხეთი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის პარალელურად, თურქეთის საზღვართან გიუმრის დრაი პორტის პროექტის განხორციელებას გეგმავს

Next Post

ქვეყნის მშპ – ში ტრანსპორტის წილის დაბალი მაჩვენებელი გაჭიანურებული და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლითაა განპირობებული

Related Posts

შუა დერეფნის  ტვირთნაკადების ფორმირებაში  ცენტრალური აზიის ქვეყნების მონაწილეობა დაბალია

2023 წელს ყაზახეთის რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვებმა – 92 მლნ ტონა შეადგინა, ამ მოცულობის მხოლოდ უმნიშვნელო – 1.8 %…
მეტის ნახვა

ბაქო – თბილისის სარკინიგზო სამგზავრო მარშრუტის, შემდგომში კი ბათუმამდე დაგრძელების უზარმაზარი პერსპექტივა –  შესაძლებელია თუ არა, საქართველომ ამ ბიზნესში საკუთარი სამგზავრო შემადგენლობით ჩართვით გამოიყენოს? (ხედვა აზერბაიჯანიდან)

რაუფ აგამირზაევი – აზერბაიჯანელი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტი. სპეციალიზირებულია სატრანსპორტო დერეფნებისა და ურბანული ტრანსპორტის მობილურობის მიმართულებით. აანალიზებს შუა…
მეტის ნახვა

მოლდოვა ტრანსევროპულ TEN-T სატრანსპორტო ქსელებთან მიერთების შემდეგ, ევროკავშირისგან ევროპული ლიანდის ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობისთვის დაფინანსების მიღების მოლოდინშია – მოლდოვის მაგალითზე შეეძლო თუ არა საქართველოს ანალოგიური შანსის გამოყენება?

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას ჯურჯლეშტის ნავსადგურის სახით შავ ზღვაზე გასასვლელი გააჩნია, თავისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განფენილობით და მისი მდგომარეობით,…
მეტის ნახვა