შუა დერეფნით საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის დინამიკა ყაზახეთს კასპიის ზღვაზე ერსაის ნავსადგურში ახალი საკონტეინერო სიმძლავრეების დამატებისკენ უბიძგებს

ყაზახეთი მიმდინარე წლის ივლისში ერსაის ინდუსტრიულ ნავსადგურში საკონტეინერო ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვებას აანონსებს.

ერსაის საკონტეინერო ტერმინალი აქტაუს და კურიკის ნავსადგურებში არსებული საკონტეინერო ტერმინალების შემდეგ, კასპიის ზღვაზე ყაზახეთის მესამე საკონტეინერო პროფილის ნავსადგური იქნება.

ერსაის ინდუსტრიული ნავსადგური წინა პერიოდში კაშაგანის ნავთობისა და გაზის პროექტებისთვის არაგაბარიტული ლითონკონსტრუქციების ტიპის დანადგარების ასაწყობ პოლიგონად გამოიყენებოდა.

კაშაგანის ნავთობის და გაზის საბადოს ამოქმედების შემდგომ, სადღეისოდ ყაზახეთი ცდილობს ერსაის დაუტვირთავ ნავსადგურს სხვა დანიშნულება მიანიჭოს და სატრანზიტო ტვირთების გასატარებლად გამოიყენოს.

ერსაის ინდუსტრიული ნავსადგური კურიკის ნავსადგურის აღმოსავლეთით 10 კილომეტრშია განთავსებული, ახალი საკონტეინერო ტერმინალის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 120 ათასი TEU იქნება.

ამჟამად, საკონტეინერო სატრანზიტო გადაზიდვებისთვის მხოლოდ აქტაუსა და კურიკის ნავსადგურები გამოიყენება. ამასთან, ბოლო წლებში შუა დერეფნით საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის დინამიკა ყაზახეთს ახალი საკონტეინერო ინფრასტრუქტურის დამატებისკენ უბიძგებს.

2025 წელს შუა დერეფნის კასპიის ზღვის მონაკვეთზე   77 ათასი TEU კონტეინერი გადაიზიდა, რაც 2024 წელთან მიმართებით 40 % იან ზრდას წარმოადგენს (იხ დიაგრამა).

კასპიის ზღვის მონაკვეთზე საკონტეინერო ნაკადის მაქსიმალური გამტარუნარიანობა 100 ათას TEU ს შეადგენს, გამოდის რომ საკონტეინერო ინფარსტრუქტურის დატვირთულობა მაქსიმალურ ზღვარს უახლოვდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დამატებითი სიმძლავრეების ექსპლუატაციაში გაშვების აუცილებლობას.

საპროგნოზო გათვლებით 2029 წლისთვის საკონტეინერო ნაკადი კასპიის ზღვაზე 300 ათას TEU ს მიაღწევს, რაც გადაზიდვების ამ სეგმენტის სწრაფ ზრდას ადასტურებს.

ყაზახეთი ახალი საკონტეინერო ტერმინალის გამოყენებას როგორც შუა დერეფნის, ასევე ჩრდილოეთ – სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვებისთვის გეგმავს.

კურიკის ნავსადგურის სიახლოვეს განთავსებული ერსაის ნავსადგურის შესაძლებლობების გამოყენებით, ყაზახეთი ცდილობს ოდესღაც კაშაგანის ნავთობის საბადოსთვის ლითონის კონსტრუქციების დამამზადებელ საწარმოო ბაზას ახალი დანიშნულება მიანიჭოს და შუა დერეფნის სატრანზიტო გადაზიდვებში ჩართვით ნავსადგურს გამოკვეთილად ახალი ფუნქცია შესძინოს.

ცნობისათვის, 2014 – 2018 წლებში ერსაის ნავსადგური ლითონის კონსტრუქციების დამამზადებელ საწარმოო ბაზას წარმოადგენდა, საიდანაც 200 კმ მანძილზე დაცილებულ კაშაგანის საბადომდე სახმელეთო და საზღვაო გზებით მზა კონსტრუქციების ტრანსპორტირება ხორციელდებოდა.

დღესდღეობით ერსაის ლითონის კონსტრუქციების დამამზადებელი ბაზა დაუტვირთავია, ნავსადგურში ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორციელების შემდეგ ყაზახეთს განზრახული აქვს ნავსადგური ორმაგი დანიშნულებით, როგორც კასპიის ზღვისთვის განკუთვნილი ბრტელძირიანია გემების სარემონტო დოკად და ასევე საკონტეინერო სატრანზიტო ტვირთების გადასატვირთ ტერმინალად გამოიყენოს.

ახალი საკონტეინერო ტერმინალი 50 ათას მ² ფართობზე იქნება განთავსებული, რომელიც სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის გამოყენებით ძირითადად კონტეინერების და გენერალური ტვირთების გადამუშავებას მოემსახურება.

საკონტეინერო ტერმინალი აღჭურვილი იქნება ორი 45-ტონიანი ტვირთამწეობის RMG ტიპის რელსებზე დამონტაჟებული პორტული ამწეებით.

300-მდე ვაგონის ერთდროულად მიღებისა და ტერმინალში დამუშავებისთვის ნავსადგურის შიდა პერიმეტრზე 10 კმ-იანი სიგრძის სალიანდაგო განვითარება მოეწყობა.


საკონტეინერო ტერმინალის სანაპირო ინფრასტრუქტურა ორ დამოუკიდებელ, თითოეულს 155 მეტრის სიგრძის ნავმისადგომს მოიცავს, რაც საშუალებას მისცემს, მოემსახუროს 12 000 ტონამდე ტვირთამწეობის და 5 მეტრამდე წყალჯდომის მქონე გემებს.

ერსაის ნავსადგურს საკუთარი აკვატორიისა და მისასვლელი არხის გარდა საერთო სიგრძით 1300 მ შვიდი ნავმისადგომი გააჩნია, რაც მთელი წლის განმავლობაში ნავიგაციას და გემების უსაფრთხო ნაოსნობას უზრუნველყოფს. სამრეწველო ნავსადგურის საერთო ფართობი 350 ჰექტარს შეადგენს.

ცალკე გამოსაყოფია ნავსადგურის საკუთრების საკითხი, რომელიც ყაზახეთში ერთ-ერთ მრავალპროფილიან ჰოლდინგურ კომპანია Lancaster Group-ს უკავშირდება და მის საკუთრებაშია. აღნიშნული კომპანია მჭიდროდ არის დაკავშირებული ყაზახეთის ხელისუფლებასთან.

კომპანიის ფუნქციონირების არეალებია: მოპოვებითი მრეწველობა, ნავთობის საბადოების მომსახურება, მშენებლობა, განათლება და სხვა სექტორები. Lancaster Group-მა კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი საბანკო ბიზნესში მონაწილეობით გამოიმუშავა.
დასკვნის სახით – კასპიის ზღვაზე საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის პარალელურად, ყაზახეთის მიერ ერსაის ნავსადგურში ახალი საკონტეინერო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვება. შუა დერეფნით დამატებითი ტვირთების მოზიდვას უკავშირდება, რაც უდავოდ დერეფნის საქართველოს მონაკვეთზეც აისახება, რითაც გაიზრდება დერეფნის მიმზიდველობა და კონკურენტუნარიანობა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საჰაერო თავდასხმების მიუხედავად უკრაინის ნავსადგურები მდგრადობას ინარჩუნებენ  და განაგრძობენ ფუნქციონირებას

Next Post

ევროკავშირის მიერ 25 ერთეული სამგზავრო მატარებლის სუბსიდირების სანაცვლოდ ბულგარეთმა სარკინიგზო ქსელზე კერძო კომპანიის დაშვება განახორციელა

Related Posts

ფინეთის ევროპულ სარკინიგზო სტანდარტზე გადასვლა NATO – ს  სამხედრო მიზნებითაა ნაკარნახევი

ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის  TEN-T ს 2023 წლის გადამუშავებული რეგლამენტი,  ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, 2040 წლამდე საკუთარი სარკინიგზო ქსელის ერთიან…
მეტის ნახვა

ქართველ საავტომობილო გადამზიდველზე გაცემული ნებართვის ე.წ. „დოზვოლის“ღირებულება რეგიონში ყველაზე მაღალია

საქართველოში გაცემული ნებართვის ე.წ. “დოზვოლის” ღირებულება, 13-ჯერ ძვირია თურქეთის მიერ საკუთარ გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 4-ჯერ ძვირია რუსეთის გადამზიდავზე…
მეტის ნახვა

რკინიგზის შემოსავლები 10 წლის წინანდელ მაქსიმუმს უახლოვდება

2024 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 686 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბუნებრივია სარეკორდო მაჩვენებლად შეფასდა. რკინიგზის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი…
მეტის ნახვა
top 10 online casinos Canada top real money casinos for Canadians no deposit bonus casino Canada online casinos ranked Canada 2026 offshore casino Canada