ვოლგა დონის სამდინარო არხიდან ყოველწლიურად  1.5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის გადმორთვის პერსპექტივა არსებობს

რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად, ვოლგა დონის აპრობირებული სამდინარო მარშრუტით, თურქმენულ ნავთოპროდუქტების  გადაზიდვებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ.

რესეთის დროშით მცურავი გემები, აზოვის ზღვის არეალში, უსაფრთხო ნაოსნობის საშიშროების წინაშე აღმოჩნდენ.

ამ თვალსაზრისით, თურქმენული ნავთოპროდუქტების ევროპულ ბაზრებზე უსაფრთო მიწოდების ბლოკირებამ – შუა დერეფანს – ვოლგა დონის სამდინარო  არხიდან ტვირთების  გადმორთვის დამატებითი პერსპექტივა გაუჩინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვოლგა დონის არხის ნავიგაციის პერიოდი მარტიდან – ნოემბრამდე –  200 დღე გრძელდება, ზამთრის პერიოდში, ნავიგაციის შეწყვეტის შემდგომ, თურქმენული ნავთოპროდუქტები, უმეტესწილად შუა დერეფნის მარშრუტს უბრუნდება.

შუა დერეფანს, თურქრმენულ ნავთოპროდუქტებთან მიმართებით,  უშუალოდ ნავიგაციის პერიოდშიც, იგულისხმება მარტი – ნოემბერი, შეუძლია მძაფრი კონკურენცია გაუწიოს ვოლგა დონის სამდინარო არხს. რაც წარმოდგენილი ანალიზით დასტურდება.

თუ ვოლგა დონის არხით გადაზიდვების ანალიზს ჩავატარებთ, (იხ დიაგრამა), 2021 წელს საომარი მოქმედებების დაწყებამდე, არხით რომლის გამტარუნარიანობაც წლიურად 16.5 მლნ ტონას შეადგენს, გატარებული იყო 14.1 მლნ ტონა, მომდევნო წლებში, თვალში საცემია, გადაზიდვების მკვერთი შემცირება,  2021 წელს – 10.2 მლნ. ტონამდე და 2023 წელს – 10.5 მლნ ტონამდე, რაც გავძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ  ტვირთნაკადმა გადმოინაცვლა შუა დერეფანში, რაც აისახა ამ პერიოდში საქართველოს რკინიგზით ნავთობპროდუქტების ტრანზიტის ზრდაზე.

გადაზიდვების ტენდენციით დასტურდება, რომ 2022  – 2023 წლებში, შუა დერეფნით მოზიდული ნავთობნაკადი დაუბრუნდა პირვანდელ მარშრუტს. კერძოდ 2024 წელს, ვოლგა დონის არხით გადაზიდვები გაიზარდა და 13.5 მლნ ტონას მიაღწია. როდესაც 2023 წელს 10.5 მლნ ტონას შეადგენდა. წინასწარი გათვლებით – ვოლგა დონის არხში დაბრუნებული ნავთობის მოცულობა 1.5 მლნ ტონას შეადგენს. ეს ის ნაკადია რაც დაკარგა შუა დერეფანმა.

1.5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობი წარმოადგენს  იმ ორიენტირს რომლის გადმორთვის შესაძლებლობა არსებობს ვოლგა დონის სამდინარო არხიდან.

 ამ თვალსაზრისით, გარდა ჩრდილოეთ სარკინიგზო დერეფნისა,  ვოლგა დონის სამდინარო არხი, შუა დერეფნის ერთ – ერთ მნიშვნელოვან და მძლავრ კონკურენტ მარშრუტად წარმოჩინდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, რუსეთის საზღვაო წყლებში ჩაიძირა 5 ათასი ტონა მაზუთით დატვირთული, 50 წელს გადაცილებული ტანკერი, რაც უარყოფითად აისახა, სანაოსნო კომპანიის იმიჯზე, რუსეთი ცდილობს  ვოლგა დონის არხით ნავთობნაკადის დაბრუნებას, რისთვისაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს არხის, როგორც ტექნიკური პარამეტრების და გამტარუნარიანობის ასევე სამდინარო ფლოტის  გასაუმჯობესებლად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს არხის გამტარუნარიანობის გაზრდას, გადაულახავ პრობლემას წარმოადგენს მაღალი ტონაჟის ტანკერების გატარება, რაც აქვეითებს არხით სარგებლობის მიმზიდველობას და კონკურენტუნარიანობას.

დამატებითი ფაქტორი, რამაც შესაძლოა დადებითად იმოქმედოს თურქმენული ნავთობის მოზიდვაზე,  სამდინარო ტანკერების სეზონური დეფიციტია, რაც იწვევს, ვოლგა დონის არხით გადაზიდვის ტარიფის –  ტონაზე 50 დან 60 დოლარამდე გაზრდას. გემების სეზონური დეფიციტით გამოწვეული პრობლემა არ ახასიათებს, საქართველოს დერეფნით სახმელეთო გადაზიდვებს.

დასკვნის სახით – ყოველწლიურად – 1.5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის შუა დერეფნით მოზიდვა, სახელმწიფოებრივ ამოცანად უნდა იქნეს მიჩნეული.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

„შუა დერეფნის“ განვითარებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე დაიხარჯება 1.345 მილიარდი დოლარი

Next Post

ფოთის ნავსადგურში ყაზახური ინვესტიციით ახალი მულტიმოდალური ტერმინალი –  2025 წელს ამოქმედდება

Related Posts

კასპიის ზღვის საზღვაო ფლოტი – შუა დერეფნის „ვიწრო ადგილს“ წარმოადგენს

2024 წლის მდგომარეობით, კაზახეთის სავაჭრო ფლოტი აერთიანებს 17 გემს, რომელშიც შედის 10 ტანკეტი, 4 მშრალმზიდი და 3 კონტეინერმზიდი.…
მეტის ნახვა

მძღოლების გლობალური დეფიციტი საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე მტკივნეულად აისახება

საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის IRU ს მიერ, ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების  გლობალურ დეფიციტზე და 2029 წლისთვის,…
მეტის ნახვა

ყაზახეთი ელმავლების მწარმოებელ რეგიონალურ ლიდერად ყალიბდება,  საქართველო რუსეთის ინდუსტრიაზე  დამოკიდებული რჩება

შუა დერეფნის „ვიწრო“ ადგილების იდენტიცირების მიზნით მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული  10 პუნქიანი რეკომენდაციიდან  ერთ – ერთი, საქართველოს სარკინიგზო…
მეტის ნახვა