„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ – უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი შეზღუდვების გამო ვერ დაესწრება თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმს

22-23 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის” ფორუმი იმართება. ჩვენი ორგანიზაცია – „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“, რომელიც მუდმივად ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა წინა წლებში გამართულ ანალოგიურ ფორუმებში, ორგანიზატორების განმარტებით, უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი შეზღუდვების გამო, თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის წლევანდელ ფორუმს ვერ დაესწრება.

ჩვენი ორგანიზაცია – „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“  ათ წელზე მეტია, აქტიურადაა ჩართული საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პოპულარიზაციის, მისი კონკურენტუნარიანობის და ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ამაღლების, ალტერნატიული დერეფნებიდან ტვირთნაკადების მოზიდვის, დერეფნის კავშირებადობის სრულყოფის, ცენტრალური აზიიდან საწარმოო შესაძლებლობების გამოვლენის და დამატებითი ტვირთების გადმორთვის პოტენციალის დადგენისა და მრავალი ასეთი ანალიტიკური ხასიათის რეკომენდაციის მომზადებაში.

ორგანიზაცია საკუთარი ვებ-გვერდის transcor.ge-ს საშუალებით აწარმოებს ყოველდღიურად განახლებად ანალიტიკას. გარდა ამისა, ორგანიზაცია ეწევა სატრანსპორტო დარგებში დასაქმებული პირების ადვოკატირებას.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ მუდმივად მონაწილეობს ადგილობრივ და უცხოურ სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებულ კონფერენციებში.

სამწუხაროა, რომ წლევანდელ ფორუმში მონაწილეობას ვერ მივიღებთ და არ მოგვეცემა შესაძლებლობა, დეტალურად გავაშუქოთ იქ მიმდინარე მოვლენები, უწყვეტ რეჟიმში მოგაწოდოთ ფორუმის სიახლეები, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ფორუმის მუშაობაში და წამოვწიოთ შუა დერეფანში ჯერ კიდევ არსებული პრობლემური საკითხები.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ირან – თურქმენეთის საზღვარზე ურიკების შემცვლელი სერაქსის სარკინიგზო კვანძის გაფართოების პროექტი, საქართველოზე გამავალ დერეფანს დამატებითი კონკურენციის წინაშე აყენებს

Next Post

პაატა ცაგარეიშვილი – ევროკავშირი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით „შუა დერეფნის” განვითარებაზე დებს ფსონს, არც ისაა დასამალი, რომ ევროკავშირის ქმედება რეგიონში ჩინეთის ფაქტორის დაბალანსებისკენ არის მიმართული

Related Posts

საქართველოს რკინიგზის რეფორმა მისი აქტივების  საერთაშორისო ბირჟებზე რეალიზებას უნდა ითვალისწინებდეს

ნებიემიერი ქვეყნის სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმირების  დოკუმენტი, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით – სარკინიგზო ქსელზე კერძო გადამზიდავების დაშვებას უნდა ითვალისწინებდეს. ბუნებრივია…
მეტის ნახვა

გლობალურ ბაზრებთან საზღვაო დაკავშირებადობის ინდექსით საქართველოს 111 – ე საფეხურზე პოზიციონირება, სრულად ვერ ასახავს საზღვაო ამბიციების მქონე ქვეყნის შესაძლებლობას

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი იხსნება, გთავაზობთ საზღვაო დაკავშირებადობის ინდექსის მიხედვით საქართველოს პოზიციონირების და მისი შესაძლებლობის…
მეტის ნახვა

ინვესტიციების სიმცირე ფოთის ინდუსტრიულ ზონას მიმზიდველობას, ხოლო შუა დერეფანს ტვირთნაკადებით მომარაგების შესაძლებლობას უკარგავს

დღესდღეობით საქართველოში – ფოთის, ქუთაისის, ქუთაისის ჰუალინგის და თბილისის ტექნოლოგიური პარკის –  ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს. მსოფლიოში…
მეტის ნახვა