ყაზახეთის „ცენტრი – დასავლეთის“ ახალი საავტომობილო  მაგისტრალი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს მიუერთდება

ყაზახეთის კოსტანაის რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „ცენტრი – დასავლეთის“ საავტომობილო  საგზაო დერეფნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

მასშტაბური პროექტი ყაზახეთის მთავრობის სტრატეგიული გეგმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.

ახალი საავტომობილო დერეფანი ყაზახეთის ცენტრსა და დასავლეთ რეგიონს შორის პირდაპირ სატრანსპორტო კომუნიკაციას უზრუნველყოფს რაც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) მიერთების შესაძლებლობას შექმნის. მშენებლობა მოიცავს 865 კმ სიგრძის 2 ზოლიანი, 8 მეტრი სიგანის,  მარშრუტის გასწვრივ განლაგებულ ასტანა – ჟანტეკე – ეგინდიკოლი – არკალიკი – ტორგაი – ირგიზის ავტომაგისტრალს.

ამჟამად, ასტანადან დასავლეთ რეგიონებამდე არსებული ასტანა – ატბასარი – იეშილი – კოსტანაი – ყარაბუტაკი – ირგიზის დერეფნის სიგრძე  (სქემაზე ლურჯი კონტურითაა დატანილი) – 1435 კმ ია.

არსანიშნავია, რომ არსებული დერეფანი  ქვეყნის ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვრის გასწვრივ გადის.

ჟანტეკეს –  იეგინდიკოლის –  არკალიკის –  ტორგაის გავლით ახალი მარშრიტი (მწვანე და წითელი კონტურითაა დატანილი), არსებულ  დერეფანს  865 კმ  მდე შეამცირებს, რაც ამჟამინდელ ვარიანტთან შედარებით 560 კმ ით ნაკლებია.

პროექტის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელი იქნება ირგიზ – თურგაისა და არკალიკ – ეგინდიკოლის მონაკვეთებს შორის ახალი საავტომობილო მონაკვეთების მშენებლობა, რომელთა ჯამური სიგრძე 434  კმ იქნება. (სქემაზე წითელი კონტურითაა დატანილი). დარჩენილი 431 კმ სიგრძის საავტომობილო მონაკვეთებს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.

ექსპერტების შეფასებით, ახალი მარშრუტი მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს და ტვირთების მიწოდების დროს. მაგალითად, ერთი სატვირთო მანქანა ამ მარშრუტზე 84 ათას ტენგემდე საწვავს დაზოგვას შეძლებს.

ლოჯისტიკური ხარჯების შემცირება გაზრდის ყაზახური საქონლის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით ტრანსკასპიური მარშრუტის გავლით.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ახალი შემოკლებული საავტომობილო დერეფნის „ცენტრი – დასავლეთის“  მიერთება, გააძლიერებს ყაზახეთის, როგორც აზიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო დერეფნის მთავარი რგოლის ფუნქციას.

პროექტირებისა  და მშენებლობის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გარემოსდაცვით საკითხებს.

დერეფანი გაივლის საიგაკების მიგრაციის ზონებში, ამ მიზნით გათვალისწინებულია გზის განივი კვეთის ცვლილება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ბარიერულ წინაღობებს და უზრუნველყოფს ცხოველების მიგრაციას და მათ საავტომობილო მაგისტრალის უსაფრთხო გადაკვეთას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ყაზახეთი სატვირთო ავტოტრანსპორტის წონისა და გაბარიტული ზომების ავტომატურ კონტროლზე გადადის – საჭიროა თუ არა საქართველოში ამ სისტემის დანერგვა?

Next Post

სატრანსპორტო დერეფნების ბლოკირების პირობებში, რუსეთი  მახაჩკალის ნავსადგურში დიდი ხნის უფუნქციო საბორნე ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას გეგმავს  

Related Posts

რა სავარაუდო მოცულობის ტვირთნაკადი უნდა გადაიზიდოს, რომ აფხაზეთის რკინიგზამ დამოუკიდებლად – მომგებიანად იფუნქციონიროს?

იზრდება თუ არა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობები? რამდენად, ეკონომიკურად მომგებიანია აღნიშნული გადაზიდვების მოცულობები აფხაზეთის რკინიგზისათვის?…
მეტის ნახვა

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებზე

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პირობებში, რეგიონის ქვეყნები, სავარაუდოდ, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების გეგმებს გადახედავენ. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება: რუსეთ –…
მეტის ნახვა

გაეროს მონაცემებით, საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებს

გაეროს მიერ შემუშავებული Liner Shipping Connectivity Index – საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსი საზღვაო სფეროში მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს, რომელიც…
მეტის ნახვა