ბაქოს ნავსადგურში მე-7 ნავმისადგომის ექსპლუატაციაში გაშვებით, შუა დერეფნით საკონტეინერო ნაკადის გატარების შესაძლებლობა 2.5-ჯერ გაიზრდება

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო ნავსადგურის მოდერნიზაციის ფარგლებში, რომელსაც AZCON Holding-ის შვილობილი კომპანია „აზერბაიჯანის რკინიგზა“(ADY) ახორციელებს, მნიშვნელოვანი ინოვაცია დაინერგა – ექსპლუატაციაში შევიდა მე-7 ნავმისადგომი, რომელიც აქამდე აქტიურად არ გამოიყენებოდა.

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნავსადგური ბაქოდან 70 კმ-ში, სოფელ ალათში მდებარეობს. ნავსადგურის არსებული წლიური გამტარუნარიანობა 15 მლნ ტონა ტვირთი და 100 000 TEU-ია, რომლის გაზრდის პოტენციალიც 25 მილიონ ტონამდე და 500 000 TEU- მდეა.

ახალი ნოვაციის შედეგად, კონტეინერების წლიური გადამუშავების გამტარუნარიანობა 100 ათასი TEU-დან 260 ათას TEU-მდე გაიზრდება.

2025 წელს რკინიგზისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის ინტეგრირების მიზნით, რეორგანიზაციის შედეგად, ნავსადგური აზერბაიჯანის რკინიგზას შეუერთდა.

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში კონტეინერების გადამუშავების მოცულობამ 2025 წელს პირველად მიაღწია სარეკორდო 100 ათას TEU-ს ნიშნულს.

2020 წელთან შედარებით, საკონტეინერო ტვირთბრუნვა ბაქოს ნავსადგურში 2.5-ჯერ გაიზარდა (იხ. დიაგრამა). გარკვეული ჩავარდნა დაფიქსირდა 2023 წელს, როდესაც საკონტეინერო ნაკადი შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბოლო 5 წელიწადში ნავსადგური საკონტეინერო ტვირთების სტაბილურ ზრდას აფიქსირებს – ნავსადგური ფაქტობრივად გამტარუნარიანობის ზღვარზე ფუნქციონირებს.

2025 წელს სს „აზერბაიჯანის რკინიგზამ“ შუა დერეფნით 392 ბლოკმატარებელი მიიღო, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-იან ზრდას წარმოადგენს.

კონტეინერების მნიშვნელოვანი მოცულობა – 38-40% ჩინეთიდან იმპორტირებული და ტრანზიტული საქონელია, რაც დადებითად აისახება შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე.

სწორედ საკონტეინერო სიმძლავრეების გაზრდითაა ნაკარნახევი ახალი მე-7 ნავმისადგომის ექსპლუატაციაში გაშვება.

აზერბაიჯანული სოცმედიის ინფორმაციით, აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის კონტექსტში. ახალი ნავმისადგომი ხელს შეუწყობს ტვირთების უფრო სწრაფ, საიმედო და პროგნოზირებად მიწოდებას შუა დერეფნის გასწვრივ, რაც გააძლიერებს ბაქოს ნავსადგურის სტრატეგიულ დანიშნულებას.


გაუმჯობესდება ნავმისადგომის არსებული ტექნიკური შესაძლებლობები, კონტეინერებისა და სხვა სახის ტვირთების მოქნილი და პარალელური დამუშავების მიზნით – დამონტაჟდა ახალი თაობის, 125 ტონის ტვირთამწეობის ამწე.

მე-7 ნავმისადგომის შესაძლებლობა განსაკუთრებით პიკურ პერიოდებში, მზარდი ტვირთბრუნვის ეფექტიანი მართვისთვის გამოიყენება. ნავმისადგომი ოპერაციული ნაკადების გადანაწილებას, დაბალანსებას და ერთობლიობაში ნავსადგურის შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

თანამედროვე, იტალიური წარმოების ამწის ექსპლუატაციაში გაშვება არსებული ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციების გარეშე ტვირთის დამუშავების პროცესების გამარტივებას და გემების რეიდზე ლოდინის დროის შემცირებას უზრუნველყოფს. ეს ყოველივე ერთობლიობაში საკონტეინერო სიმძლავრეების გაზრდასა და ნავსადგურის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაში აისახება.

გარდა ამისა, ელექტრო ამწის გამოყენება ხელს უწყობს ოპერაციების ნახშირბადის კვალის შემცირებას და სრულად ეხმიანება ბაქოს ნავსადგურის ეკო-პორტად გადაქცევის კონცეფციას.


საერთო ჯამში, ახალი ნავმისადგომისა და თანამედროვე ამწის გაშვება ზრდის პორტის ოპერატიულ მოქნილობას, რაც მას უფრო ეფექტურ, მდგრად და კონკურენტუნარიან ლოჯისტიკურ ცენტრად აქცევს, რაც აძლიერებს აზერბაიჯანის, როგორც რეგიონში სტრატეგიული სატრანსპორტო ჰაბის – პოზიციას.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

უზბეკეთმა ექსპლუატაციაში ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი გაუშვა – არსებობს საქართველოში ჩქაროსნული სამგზავრო მოძრაობის განვითარების სტრატეგია?

Next Post

რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების პირობებში, საქართველოს ეკონომიკური სარგებელი მოკლე სატრანზიტო მანძილის გავლით მიღებული შემოსავლით შემოიფარგლება

Related Posts

ყაზახეთი კურიკის ნავსადგურში ფსკერის დაღრმავებას -დამატებითი ტვირთების გატარებისა და ადგილობრივი გემთსაშენი სიმძლავრეების განვითარებისთვის გამოიყენებს

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ქვეყანას პირველ ეტაპზე 10 ახალი გემის, მათ შორის სამი ტანკერის, სამი მშრალი ტვირთმზიდისა…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის გასწვრივ  საკონტეინერო ინფრასტრუქტურის სინქრონული განვითარება დამატებითი ტვირთების მოზიდვის წინაპირობაა

მიმდინარე წლის 3 ივნისს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა თბილისის მშრალი პორტი, აღნიშნული სატრანსპორტო ობიექტის ამოქმედებით, საქართველომ შუა დერეფნის მარშრუტის…
მეტის ნახვა

საქართველოს რკინიგზა და კერძო სექტორი – სამანევრო მომსახურების ბაზრის შესაძლო გახსნის ეკონომიკური და ოპერაციული შეფასება

ლევან ლომსაძეშპს “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორისარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი საქართველოს სარკინიგზო რეფორმა წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის გარდამტეხ ეტაპს,…
მეტის ნახვა