კურიკის ნავსადგურში რეკორდულად მოკლე ვადაში  ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები განხორციელდა

შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტვირთწარმომქმნელ ქვეყნებში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გარდა დერეფნის ერთ – ერთ  „ვიწრო ადგილს“, კასპიის ზღვის ყაზახეთის აკვატორიაში განთავსებული აქტაუს და კურიკის ნავსადურების ფსკერდაღრმავება წარმოადგენს.

აღნიშნული საკითხი  – „ყაზახეთის ნავსადგურების აკვატორიის ფსეკრდაღრმავება – გამტარუნარიანობას  30 % მდე გაზრდის“ ჩვენი გვერდის ანალიტიკაში იყო გაშუქებული.  

ამ თვალსაზრისით  გადაუდებლად აუცილებელია, ორივე ნავსადგურში, როგორც შემოსასვლელ არხში ასევე აკვატორიაში ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორცილება.

ამ მიმართულებით, კურიკის ნავსადგურში რეკორდულად მოკლე ვადაში  ფსკერდაღრმავებითი სამუშაები განხორციელდა.

ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორციელების შედეგად, ნავსადგურის აკვატორიის და შემოსასვლელი არხის  არსებული 5 მეტრამდე  დაღრმავება, მნიშვნელოვნად გაიზარდა და სადღეისოდ  7 დან 8 მეტრის ფარგლებში მერყეობს, რაც საშუალებას იძლევა,  მიღებული და დატვირთული იქნეს მაღალი წყალწყვის გემები, რითაც მაქსიმალურად  იქნება გამოყენებული მათი ტვირთამწეობა.

ცნობისათვის, ფსკერდაღრმავების სამუშაოების განხორციელებამდე, 12 000 ტონა ტვირთამწეობის ტანკერით მხოლოდ 9 000 ტონის დაიტვირთვა იყო შესაძლებელი.

გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ სრულად დაუტვირთავი ტანკერებით განხორციელებული ნავთობის ლოგისტიკა ორჯერ ძვირია, რაც სანაოსნო კომპანიისთვის, დამატებით ხარჯებზე აისახებოდა.

ანალოგიური მდგომარეობაა მშრალი ტვირთების გადაზიდვისას, მაგალითისათვის, თუ საკონტეინერო გემს დაღმავებამდე 280 ერთეული კონტეინერის გადაზიდვა შეეძლო, სადღეისოდ 350 კონტეინერით დაიტვირთება.

კურიკის ნავსადგურის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 6 მლნ ტონას წარმოადგენს, მათ შორის 4.1 მლნ ტონას სარკინიგზო, ხოლო 1.9 მლნ ტონა საავტომობილო ტრანსპორტითაა შესაძლებელი.

სამუშაოები ოთხი თვის ვადაში კომპანია Jan De Nul Kazakhstan მა  განახორციელა, რისთვისაც გამოიყენა სპეციალურად აღჭურვილი გემი Vesalius ი. ამოღებული გრუნტის მოცულობამ 990 მ 3 შეადგინა.

ფსკერდაღმავებითი სამუშაოები კურიკის ნავსადგურის განვითარების ერთიანიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენს, რამაც სახმელეთო ნაწილზე სატერმინალო სიმძლავრეების განსავითარებლად ყველანაირი წინაპირობა შექმნა.

ანალოგიური ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორცილება 2025 წელს აქტაუს ნავსადგურშიაც არის ნავარაუდევი.

დასკვნის სახით უნდა  ავღნიშნოს, რომ შუა დერეფნის გამტრუნარიანობა, დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მომიჯნავე ქვეყნების არეალებში კონცენტრირებული ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გაზრდაზე.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

შუა დერეფნის  ტვირთნაკადების ფორმირებაში  ცენტრალური აზიის ქვეყნების მონაწილეობა დაბალია

Next Post

ნავსადგურების პრივატიზირებით ქვეყანამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი ვერ მიიღო

Related Posts

მსოფლიო ბაზრებზე რუსული ნავთობის საექსპორტო პოტენციალი და ტრანსპორტირების  მარშრუტები

ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიცირების შედეგად  რუსეთის ნავთობის გადაზიდვების ინდუსტრიამ დასავლეთის სანქციებთან ადაპტირება  შეძლო – პრაქტიკულად სანქციებით ზემოქმედების ბერკეტი…
მეტის ნახვა

საქართველოს რკინიგზა და კერძო სექტორი – სამანევრო მომსახურების ბაზრის შესაძლო გახსნის ეკონომიკური და ოპერაციული შეფასება

ლევან ლომსაძეშპს “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორისარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი საქართველოს სარკინიგზო რეფორმა წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის გარდამტეხ ეტაპს,…
მეტის ნახვა

შუა დერეფნით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის ანალიზი  (ნაწილი მესამე)

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ მომზადდა კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა ნათლად წარმოვიდგენოთ, თუ რა მოცულობის ტვირთნაკადები მოძრაობს შუა…
მეტის ნახვა