რკინიგზის შემოსავლები 10 წლის წინანდელ მაქსიმუმს უახლოვდება

2024 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 686 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბუნებრივია სარეკორდო მაჩვენებლად შეფასდა.

რკინიგზის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ დოლარში და შვეიცარიულ ფრანკში ფორმირდება, შესაბამისად რკინიგზის ფინანსური შემოდინებების აშშ დოლარში გადაანგარიშებით, რადიკალურად  განსხვავებული სურათი წარმოჩინდება.

ნებისმიერი კომპანიის ფინანსური ანალიზის შეფასება გრძელვადიან, მინიმუმ 10 წლიან ტრენდს უნდა ემყარებოდეს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია დოლარის ლართან შეფარდების ცვლილების ზეგავლენა,  კერძოდ თუ 2012 წელს დოლარის ლართან  შეფარდება 1.7 ს შეადგენდა, მომდევნო წლებში შეფარდების მაჩვენებელი იზრდებოდა და 2021 წელს  მაქსიმუმს – 3.2 მიაღწია, გაზრდილი კურსის ცვლილების გაუთვალისწინებლად ფინანსური ანალიზის ჩატარება  კორექტულად ვერ ჩაითვლება.

აღნიშნული რეალობების მხდეველობაში არ მიღება, მხოლოდ პოლიტიკური ინსენუაციებითაა განპირობებული, მაგრამ როდესაც ამა თუ იმ დარგის განვითარება მართვით გადაწყვეტილებებს ემყარება, ლოგიკურია, რომ ანალიზი დომინირებულ ვალუტაში  უნდა  იყოს შესრულებული.

უფრო მეტიც, ფინანსური ინსტიტუტები და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები, მხოლოდ ასეთი ანალიზის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტლებას ამა თუ იმ კომპანიაში ინვესტიციის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე.

თუ რკინიგზის შემოსავლებს გრძელვადიან 2012 წლიდან დღემდე დავაკვირდებით (იხ დიაგრამა), ლარში შემოსავლების ზრდის მიუხედავად, აშშ დოლარში შემოსავლები დაბალი გრადიენტით იზრდება. ზრდა შეინიშნება 2021 წლიდან, როდესაც რკინიგზის შემოსავლები 170.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

ზრდის ტრენდი გაგრძელდა მომდევნო წლებშიც და 2024 წელს – 252.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ფაქტიურად რკინიგზის შემოსავლები  10 წლის წინანდელ მაქსიმუმს მიუახლოვდა, როდესაც რკინიგზის შემოსავლები – 289 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

ასეთ ვითარებაში, რაიმე ისტორიულ მაქსიმუმზე აქცენტის  გაკეთება, მანიპულაციას წარმოადგენს.

იმისათვის, რომ დავადგინოთ რამდენად ეფექტიანად ფუნციონირებადია ესა თუ ის საწარმო, აუცილებელია მისი ყველაზე ფინანსურად მდგრადი სეგმენტის, კონკრეტულ შემთხვევაში კი საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლების განმხოლოებულად შეფასება (იხ დიაგრამა).

სატვირთო გადაზიდვების კუთხით, მდგომარეობა, რადიკლაურად განსხვავებულია, კერძოდ 2024 წელს  სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 378 მლნ  ლარი, პრქატიკულად 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს 392 მლნ ლარს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ შედარებისას საუბარია არა დოლარზე არამედ ლარზე.

რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავლებს აშშ დოლარში, 2024 წელს შემოსავალი 139.3 მლნ აშშ დოლარი, 35% ით ჩამორჩება –  10 წლის წინანდელ სარეკორდო მაჩვენებელს.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს საქართველოს რკინიგზამ დააფიქსირა ლარში შემოსავლების მაქსიმუმი, კომპანიის ეფექტიანობის განმსაზღვრელი Adjusted EBITDA margin ის ინდიკატორი, რომელსაც  ფინანსური ანალიზის საფუძველზე, პირველ რიგში უპირატესობას ანიჭებს ინვესტორი, ბოლო 17 წლის განმავლობაში, თუ არ  ჩავლით 2023 წელს, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და 2024 წელს – შეადგინა 35 %. შედარებისათვის წინა წლებში Adjusted EBITDA margin ის ინდიკატორი 40 % ზე დაბლა არ დაშვებულა.დასკვნის სახით – ანლიზის საფუძველზე შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ  საქართველოს რკინიგზის შემოსავლები 10 წლის წინანდელ მაქსიმუმის ნიშნულს უახლოვდება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ტრანზიტის საფასური საქართველოში ევროზონის და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია

Next Post

Rail Baltica – ბალტიის ქვეყნების გზა ევროინტეგრაციისკენ

Related Posts

უკრაინის ნავსადგურებმა საომარი მოქმედების  პირობებში ტვირთბრუნვის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწიეს

საომარ პირობებში, 2024 წლის შედეგების მიხედვით უკრაინის ნავსადგურებმა ჯამურად 97 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, აღნიშნული მაჩვენებელი 57% ით…
მეტის ნახვა

ირანის საზღვარზე ასტარის ტერმინალის გახსნით აზერბაიჯანი ლოგისტუკურ შესაძლებლობებს ზრდის

აზერბაიჯანი სატრანსპორტო სფეროში საკუთარი თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შედეგად, ინტენსიურად ავითარებს ქვეყნის სატრანსპორტო – ლოგისტიკურ შესაძლებლობებს. ალიათის ნავსადგურში…
მეტის ნახვა

ქართველ საავტომობილო გადამზიდველზე გაცემული ნებართვის ე.წ. „დოზვოლის“ღირებულება რეგიონში ყველაზე მაღალია

საქართველოში გაცემული ნებართვის ე.წ. “დოზვოლის” ღირებულება, 13-ჯერ ძვირია თურქეთის მიერ საკუთარ გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 4-ჯერ ძვირია რუსეთის გადამზიდავზე…
მეტის ნახვა