გლობალური სავაჭრო კავშირების აღსადგენად სუეცის არხით ნაოსნობის ტარიფი  15% ით შემცირდა

15 მაისიდან სუეცის არხით სარგებლობისათვის,  გემებისთვის რომელთა ტონაჟი  130 000 ტონას აღემატება 15 % იანი ფასდაკლება დაწესდა.

ფასდაკლება  იმოქმედებს 90 დღის განმავლობაში და მიზნად ისახავს 2023 წლის ბოლოდან ჰუსიტების თავდასხმების საფრთხის გამო, მაღალი ტონაჟიანი გემების აფრიკის გარშემო შემოვლითი მარშრუტიდან, სუეცის არხით დაბრუნების სტიმულირებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მდგომარეობა წითელ ზღვაში თანდათან დასტაბილურდა. ახლახანს შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს ჰუსიტების ლიდერებთან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა შეთანხმება არ შეეხება ისრაელის გემებს.

ამ მიზნით, სუეცის არხის ადმინისტრაციამ არხში გემების გავლის საფასურის გადახდის სფეროში მოქნილ პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირირებით მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

წითელ ზღვაში არსებულმა კრიზისმა უარყოფითი გავლენა იქონია  გლობალური ვაჭრობის მდგრადობაზე რაც აისახა  სუეცის არხში გადაზიდვების მოცულობების შემცირებაზე. მსოფლიო ვაჭრობის  12 % ის და საკონტეინერო ნაკადის 30 % ის ტრანსპორტირება  ხორციელდება სუეცის არხის მარშრუტით.

2023  წელს არხის შემოსავალმა ეგვიპტის ხაზინაში რეკორდული მაჩვენებელი  9.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა, მომდევნო 2024 წელს წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების გამო ეს თანხა 7.2 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

2023 წელს არხით გატარებული გემების რაოდენობა 25 911 ერთეულიდან 2024 წელს 20 148 ერთეულამდე შემცირდა.

სუეცის არხიდან შემოსავალი ეგვიპტის მშპ ს 2% ს შეადგენს, რაც მიუთითებს ქვყნისთვის არხის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

სუეცის არხის დანიშნულება გლობალური ეკონომიკისთვის კრიტიკულია, ნებისმიერი მისი ექსპლუატაციის შეფერხება მსოფლიოში დაუყოვნებლივ აისახება ფასებსა და ლოჯისტიკაზე, რასაც მყისიერად მოჰყვება მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები.

პირველ რიგში იზრდება გემების ფრახდი და ძვირდება დაზღვევა, გარდა ამისა აფრიკის შემოვლითი მარშრუტით გადაზიდვა 30 % მდე ზრდის ტრანსპორტირების ვადებს.

სუეცის არხი წითელ ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის დამაკავშირებელ ხელოვნურად შექმნილ 193 კმ სიგრძის სანაოსნო მაგისტრალს წარმოადგენს.

2010 – 2015 წლებში გაფართოების შედეგად, სუეცის არხის სიგანე   საშუალოდ 205 – 225 მეტრამდე, მის ყველაზე განიერ წერტილში 350 მეტრამდე გაიზარდა.

მაქსიმალური სიღრმე 24 მეტრია, რაც  საშუალებას აძლევს მასში  მსოფლიოს სატანკერო ფლოტის 60 % მა და  ნაყარი ტვირთის და კონტეინერმზიდების 93 % მა დაუბრკოლებლივ გაიარონ.

გემების გაბარიტების გათვალისწინებით დღე – ღამეში საშუალოდ, არხში 50 დან 100 მდე გემი მოძრაობს.

გემი გაუჩერებელი ნაოსნობის პირობებში არხში გასვლას საშუალოდ 12-16 საათს ანდომებს. არხის გასწვრივ მოძრაობა ძირითადად ცალმხრივია, ცალკეულ ადგილებში ტბებსა და ყურეებში მოწყობილია მოსაცდელი სისტემები ე.წ უბეები.

რადგანაც ხმელთაშუა და წითელ ზღვებში წყლის დონე თითქმის ერთნაირია, პანამის არხისგან განსხვავებით, სუეცის არხს არ გააჩნია შლუზები.

2015 წელს ეგვიპტემ  გამტარუნარიანობის გაზრდის და გემების მოძრაობის დაჩქარების მიზნით განახორციელა არხის ინფრასტრუქტურის, ძირითადად ჰიდროტექნიკური ნაგებობების  მოდერნიზაცია, რაზეც  8.5 მილიარდი დოლარი იქნა დაიხარჯა.

აღნიშნული სამუშაოები მოიცავდა არსებული ფორვატერის გაფართოებას და გაღრმავებას, ასევე გემების შემხვედრი ნავიგაციისათვის ახალი 35 კმ სიგრძის პარალელური მონაკვეთის მშენებლობას.

არხის მოდერნიზაციის მიზანს მის გარკვეულ მონაკვეთზე გემების ორმხრივი ნავიგაციის შექმნა წარმოადგენდა, რათა გემებს ორივე მიმართულებით ერთდროულად გადაადგილება შეძლებოდა, მოდერნიზაციის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა არხზე  მოლოდინის დრო, მაგალითისთვის თუ მანამდე გემებს უწევდათ 18 საათამდე ლოდინი, შემდგომში მხოლოდ 11 საათი იყო საჭირო.

სუეცის არხი ეგვიპტის სახელმწიფოს საკუთრებაშია და მას Suez Canal Authority, SCA მართავს. არხის  მოვლა –  შენახვის საქმიანობაში 14 ათასი დასაქმებულია ჩართული.

სუეცის არხში ნაოსნობაზე დაწესებული ტარიფები დამოკიდებულია გემის ტიპსა და გაბარიტებზე, ასევე ტვირთის სახეობაზე, ნავთობით დატვირთული ტანკერები მეტ გადასახადს იხიდიან. საშუალოდ ერთი ტონა ტვირთის არხით გადატება 10 აშშ დოლარს შეადგენს.

ბოლო წლების ერთ – ერთი ყველაზე გახმაურებული არხის ბლოკირება 2021 წლის 23 მარტში მოხდა, როდესაც საკონტეინერო გემმა Ever Given მა გადაკეტა არხი მის ქვიშიან ნაპირზე გაჭედვით. რაც ძლიერი ქარის და ადამიანის ფაქტორით იყო გამოწვეული, შედეგად გემმა კონტროლი დაკარგა და არხიდან  გადავიდა. ინციდენტი გლობალური ვაჭრობისთვის ნამდვილი კატასტროფა აღმოჩნდა.

საკონტეინერო გემი ქვიშის ნაპირიდან გამოყვანისთანავე დააკავეს. სუეცის არხის ადმინისტრაციამ Ever Given ის მფლობელ კომპანიას ერთ მილიარდ დოლარამდე ზარალის ანაზღაურება მოთხოვა,  მოგვიანებით კომპანიამ  კომპენსაციის სახით მხოლოდ ნახევარი თანხა გადაიხადა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

შუა დერეფნით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა მშრალი ტვირთებისთვის 2028 წელს, ხოლო ნავთობნაკადისთვის 2032 წლისთვისაა მოსალოდნელი

Next Post

სომხეთ –  თურქეთის დამაკავშირებელი  გიუმრი  – ყარსის რკინიგზის აღდგენა, ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართულებას მძლავრ კონკურენციას გაუწევს   

Related Posts

თურქმენეთი საქართველოსთან შედარებით – 3.5 ჯერ სწრაფი ტემპით ავითარებს ჩქაროსნულ სატრანზიტო საავტომობილო მაგისტრალს

თურქმენეთის მიერ 2019 წლიდან  ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობიდან დაწყებიდან 2024 წლამდე, არასრულ ხუთ წელიწადში –  312 კმ  იქნა  ექსპლუატაციაში…
მეტის ნახვა

როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას – სანქციების ამოქმედების შედეგად სატრანზიტო ტვირთნაკადების გადმორთვის ეფექტი განულებულია

სანქიების დაწესების შედეგად, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველოზე გამავალი დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების მყისეული – 40 % იანი…
მეტის ნახვა

ჩინეთიდან რუსეთის გავლით გაზრდილი საკონტეინერო ნაკადის გასატარებლად პოლონეთი მალაშევიჩის სასაზღვრო სარკინიგზო  კვანძს აფართოებს

ბელორუს – პოლონეთის  საზღვარზე ჩინეთი – ევროპა ჩინეთის სატრანსპორტო დერეფნის მთავარი  სასაზღვრო გადამტვირთავი მალაშევიჩის კვანძის  გამტარუნარიანობის გაზრდის მასშტაბური…
მეტის ნახვა